“კარგია, რომ ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ხშირ-ხშირად ნახულობს ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წლის განმავლობაში.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავის სიმპატია, ანტიპატია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ”

ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი სახალხო დამცველზე.