ომის დაწყებიდან რუსეთმა სუ-35-ის ორი ესკადრილია დაკარგა – გენერალური შტაბი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის უახლესი Su-35 გამანადგურებლების 2 ესკადრილია დაკარგა.  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

  •  “სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს ოკუპანტებმა დაკარგეს ასეთი თვითმფრინავის ორი ესკადრილია. ეს არის დაახლოებით 24 ერთეული”, – დასძინა გრომოვმა.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 27 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. ოკუპანტები, საავიაციო ტექნიკაში დიდ  დანაკარგებს განიცდიან და გეგმავენ სუ-24M-ი ჩართონ საომარ მოქმედებებში. ეს არის მოძველებული ბომბდამშენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში აღარ გამოიყენება.