ომის დაწყებიდან 7 დღეში 2 000 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთ -უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში, 2000 მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა. აღნიშნულ რაოდენობაში სამხედროების სიცოცხლე არ იგულისხმება, მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, რუსულმა სამხედრო ძალამ გაანადგურა, ასობით სახლი, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

“უკვე 160 საათზე მეტია, რაც უკრაინელი ხალხი თავს იცავს რუსეთისა და ბელარუსის სასტიკი და ცინიკური თავდასხმისგან. ყოველ საათში ვკარგავთ ჩვენი სამხედროების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეს. ამ 7 დღის განმავლობაში რუსებმა გაანადგურეს ასობით სახლი, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე, ამ დრომდე მათ შეიწირეს 2 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, ამ რაოდენობაში გარდაცვლილი სამხედროები არ იგულისხმება”, – ნათქვამია განცხადებაში.