გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით, “ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება” და ისინი მასზე ადრე შევლენ პარლამენტში.
“ჩვენ ხომ ვთქვით ფორმულა, ამ ფორმულით გამოდის, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩვენზე ადრე უწევს შესვლა. ჩვენ 113-ე თუ შევალთ, მაგრამ სხვას უწევს შესვლა. შესაბამისად, ეს სხვა ხო საიდანღაც უნდა გაჩნდეს, ეს სხვა არის სხვა ოპოზიციაში.
წარმოიდგინეთ იმისთვის, რომ ამაზე არ ილაპარაკონ, თვითონ როდის და როგორ შევლენ, ამიტომ გვაბრალებენ ჩვენ. ზოგადად ყველას უნდა, რომ მე შევიდე იქ, პარლამენტში, ალეკო ელისაშვილიც შევიდეს, სხვებიც შევიდნენ, მერე შემოგვყვებოდნენ,”- განაცხადა ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში.