“საქართველოს გადაეცა 4 000 კვადრატული მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. საქართველოს პატრიარქის კურთხევით ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. ამ მიზნით, ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ პროცესში მისი უწმინდესობის უდიდეს როლს, მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის,  იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის აქრქიეპისკოპოსს, და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

კომისისიის მუშაობაში მონაწილეობა ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კეროდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს”

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.