“ოცნებას” Facebook-ის ფოტოზე, რომლითაც გამარჯვებას აღნიშნავს, 15 ათასი ჰაჰა რეაქცია აქვს

ქართული ოცნების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს, რომლითაც პარტია არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავს, ამ დროისთვის 15 ათასი ჰაჰა რეაქცია აქვს.

რაც შეეხება “ლაიქების” რაოდენობას, ის 5.1 ათასს შეადგენს.

არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა, ბუნებრივია, 17–ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ პარტიამ ფეისბუქზე განათავსა ფოტო ფოიერვერკებით და წარწერით: “ჩვენ გავიმარჯვეთ!”.

ცესკომ ხმების 100% უკვე დათვალა, ნახეთ, როგორია შედეგები ოლქების მიხედვით.