“ხელისუფლების მიმართ დასავლეთმა შეცვალა [პოლიტიკა], ეს ერთია, მაგრამ ხელისუფლებამაც შეცვალა დასავლეთის მიმართ თავისი პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ, რომ აღარაფერს “პატიობენ” და ძალიან მკვახე-მკვახედ პასუხობენ და შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან ხშირ შემთხვევაში.

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება – შენ დასავლეთს ასე ვერ მოექცევი, ნამდვილად რომ გინდოდეს და სხვა გზას ვერ ხედავდე გარდა ევროინტეგრაციისა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არსებობს ალტერნატივა. “თუ არ მიგვიღებენ, ჩვენ გვაქვს ალტერნატივა” – ამ პოლიტიკას ატარებენ. სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ალტერნატივა რაც არის, ჩვენ კარგად ვიცით. იქ ნიკა გვარამია კი არა, ნახევარი საქართველო ციხეში რომ ჩასვან, მაინც არ ამოიღებენ ხმას. რადგან ისინი განიხილავენ ალტერნატივად რუსეთს, მთელი მათი პოლიტიკა ამაზე მეტყველებს, მე არ ვამბობ, რომ ისინი პრორუსები არიან, მაგრამ მათ დაალაგეს ასე პოლიტიკა – თუ არ ვუყვარვართ დასავლეთს ისეთები, როგორებიც ვართ, მაშინ ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, ჩვენ გვაქვს წასასვლელი და იქ წავალთ”

განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში.