პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება – პრეზიდენტის განკარგულება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განკარგულება გამოსცა – მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაინიშნა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩების შუამავლობით მე–3 შეხვედრა გაიმართა, რომლის დეტალებზე ფორმატიდან გამომდინარე არ საუბრობენ. მე–4 შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება.