პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ენუქიძე ვიცე-სპიკერი იქნება

ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძეს აირჩევენ. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში, “პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა და ამჟამად “ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენს.

“ევროპელ სოციალისტებს“ საპარლამენტო ფრაქცია არ აქვთ, თუმცა მმართველი გუნდის ინიციატივით რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ყველა იმ საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ოპოზიციური ფრაქციებისთვის არის განკუთვნილი.