„მელიას და მე ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს, ნაჩხუბრები ვიყავით და დიდი ხანი ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, რადგან მას ვეუბნებოდი, რომ გავიგე, რომ შეიძლება მაშინ დიდი პარტიული რესურსი არ არსებობდა, მაგრამ როგორც ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიშასთვის მეტად რომ ებრძოლა, მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი იმიტომ, რომ მე ნიკას ვენდე გულწრფელად.

ადამიანურად იმედგაცრუებული ვიყავი მასზე, მაგრამ დღეს ნიკა მელიას რომ ებრძვიან შიგნით, იმიტომ არ ებრძვიან, რომ „შენ ბიჭო, მიშას გვერდით არ დაუდექი და რაღაცები შეგეშალა“, არა, არც ის ადამიანები არ იდგნენ მიშას გვერდით თავის დროზე. ახლა მიდის შიგნით ძალთა გადანაწილება. ეტყობა ნიკა მელია არ აღმოჩნდა საკმარისად მონა, ეტყობა ახლა უფრო დიდი მონაა საჭირო“

ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.