პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება – კალაძე “ოცნების” გადაწყვეტილებაზე

“პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება”- ასე აფასებს, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტიამ შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა.

“გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი ახსნა-განმარტება იყო ბრიფინგზე გაკეთებული. შეთანხმება, რომელიც შედგა აპრილში, ამ შეთანხმების მიზანი იყო პოლარიზების დასრულება. ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. როდესაც შეთანხმება ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების” თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.