“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაანალიზოთ, როგორი პრობლემატურია, როცა ჩვენს პარტნიორებს ასე ვექცევით სტაბილურად, შეუქცევადად. ეს არის ძალიან გაუმართლებელი ქმედება. უკანასკნელმა კადრებმა, რაც გაავრცელა ქართულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კითხვის ნიშნები გააჩინა პარტნიორებში, ეს ადამიანები დაინტერესდნენ და ამ დაინტერესებას ოცნებამ კიდევ უფრო უგუნური პასუხი გასცა. მე არ მჯერა ოცნების მორალის და იმის, რა არის სწორი და არასწორი. როგორც მინიმუმ, პრაგმატიზმის იმედი მაინც მქონდა, რომ საკუთარი ძალაუფლების, სახის შესანარჩუნებლად ეცდებოდნენ ცოტა ნორმალურად მოქცევას. უკანასკნელ ქცევებს ესეც კი აღარ ეტყობა. მგონია, რომ მათთვისვე უარესია ასეთ ქმედებებს თუ გააგრძელებენ.

კარგია, თუ დასავლეთი გაიგებს რანაირი ტიპის მთავრობასთან აქვს შეხება. მოქალაქეებს კი მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ აქციებზე, არ არის ნიჰილიზმისა და ყურების ჩამოყრის დრო. ხელისუფლებას რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ვამყოფებთ ასეთ დისკომფორტში, მით მეტი შანსია რეჟიმი მალე დავამთავროთ”

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა, ცოტნე კობერიძემ ოპოზიციის ბრიფინგზე.