სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოდან კერძო კლინიკა ვივამედში კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიყვანეს.
“მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა “ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკტი ნიკა გვარამია მამალაძის გადაყვანას ექსპრეზიდენტისთვის ფლიგელის გათავისუფლებას უკავშირებს.