“პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ” – ირმა ინაშვილი ოპონენტებს მიმართავს

” პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ” – დოსიეს მიერ პატრიოტთა ალიანსზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშყველა ჩანაწერიირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მალე აჩვენებს “ვინ ვისი ნამდვილი აგენტია და ვინ ვის დაკვეთას ასრულებს”.

“არასდროს მიგრძვნია საკუთარ თავში ისეთი ძალა, როგორსაც დღეს ვგრძნობ. პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ისინი, რომლებმაც ყველა მხრიდან “ცეცხლი” გაგვიხსნეს, მხოლოდ მაძლიერებს და თქვენ გასანადგურებლად მიმაღლებს მოტივაციას ეს სამარცხვინო შტურმი. მალე გაჩვენებთ, ვინ ვისი ნამდვილი აგენტი ხართ და ვინ ვის დაკვეთას ასრულებთ. ყველა ერთის, ანუ ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანდით? ოცნება და ნაცების კრიმინალური პოლიტჯგუფები ერთ ხმაში მღერით?! სხვას არც ველოდი თქვენგან. ბნელი მედალი კი არა, ამ ქვეყნის წურბელები ხართ. გამოწოვეთ ქართველ ხალხს სიცოცხლის ენერგია და ხალისი. ადამიანები ცოცხალ გვამებად აქციეთ, ისე გააღატაკეთ. სოხუმი და ცხინვალი კი არა, თქვენი სკამების გარდა, არაფერი გადარდებთ. ცრუ, ფლიდი, მზაკვარი და უწესო ხალხი ხართ. ფარატინა ფურცელი მტკიცებულება ყოფილა და პროკურატურას 56 000 მოწმემ ჩვენება რომ მისცა, ის არაფერი? ახლა გაჩვენებთ, შპიონაჟს ვინ ეწევა და სამშობლოს ვინ ღალატობს. დაგველოდეთ”, – წერს ინაშვილი თავის ფეისბუქ პოსტში.