პოლიციამ დაადგინა წყვილის ვინაობა, ვინც მარჯანიშვილზე საჯაროდ სექსით იყო დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ქეთი კოვზიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.„– წერს პრესცენტრის თანამშრომელი.

მთელი დღის მანძილზე საზოგადოება აქტიურად განიხილავდა მარჯანიშვილის მოედანზე გადაღებულ და სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია შიშველი ქალის და მამაკაცის სექსი ქუჩაში, საჯარო ადგილზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი რუსები იყვნენ.