პოლიციას ჩაბარდა კაცი, რომელიც კაპიტოლიუმთან ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა

49 წლის კაცი, რომელიც კონგრესის შენობასთან ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა, პოლიციას ჩაბარდა. მასთან მოლაპარაკება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონგრესის შენობიდან სამართალდამცველებმა ევაკუაცია განახორციელეს ბომბის აფეთქების საფრთხის გამო.

პოლიციელების განცხადებით, კაცმა ავტომობილი ბიბლიოთეკასთან გააჩერა და უთხრა ოფიცერს, რომ მას ჰქონდა ბომბი, ხოლო ხელში, სავარაუდოდ, დეტონატორი ეჭირა. მისი მოტივები უცნობია.