პოლონეთი ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიიღონ

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიიღონ. პოლონეთის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს წევრობა ხოლო ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები.

ინიციატივას იზიარებს, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც, რომელიც წერს, რომ უკრაინა ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმარჯვებს.

”უკრაინა იმარჯვებს ბრძოლაში მთელი ევროპის თავისუფლების დასაცავად. უკრაინა ევროპული ოჯახის უძლიერესი წევრია. დროა, დასრულდეს ოჯახური კავშირის ფორმალურობა – უკრაინას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.” წერს ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე