პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, ეს აურზაური რომ მომხდარიყო – მელია

“პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, ეს აურზაური რომ მომხდარიყო” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ემელენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსხლეობაში აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა“, – განაცხადა მელიამ.