“სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის, რისთვის “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იღვწოდნენ. დანაშაული ჩადენილი იყო და ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო. გარდა ამისა, იყო საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას ელოდა, თუ რას შეიძლება ამან ხელი შეუწყოს, თუმცა კელი დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან იმისთვის, რომ დეპოლარიზაციას ამოცანას რაიმე შემატოს“,

ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.