პრიგოჟინმა თქვა, რომ ზელენსკის შესახვედრად “ბახმუტთან მივარდა”

“ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მას სურდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედროდა, რომელიც გუშინ ბახმუტში იმყოფებოდა.

“ძვირფასო ვლადიმერ ალექსანდრეს ძევ, თუ ჯერ არ წასულხართ ბახმუტიდან, მე მზად ვარ შეგხვდეთ”, – თქვა პრიგოჟინმა.

“ვაგნერის” დამფუძნებლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, სადაც  პრიგოჟინი ამბობს, რომ როდესაც მას უთხრეს, რომ “ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკი ჩამოვიდა”, ის “სწრაფად მივარდა ბახმუტთან”.

“ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს შეგხვდეთ.” – განაცხადა პრიგოჟინმა.