პრინციპული საკითხი არ არის, ბევრი რამ დავზოგეთ – გახარია 26 მაისს ეროვნული დროშების დაკიდებაზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა, 26 მაისს რატომ არ ჩამოკიდეს ქუჩებში საქართველოს დროშები.

გახარიას თქმით, ეს პანდემიის დროს პრინციპული საკითხი არ არის.

“სხვა თუ არაფერი არ გაქვთ, ახლა ეროვნული დროშები რატომ არ ჩამოკიდეთ… ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამე. 26 მაისი, აი ასეთ დროს, როდესაც სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლიმიტირებულად. ვთვლი, რომ ეს იყო სწორი, დავზოგეთ ბევრი რამ. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი რომ ეს პრინციპული საკითხია”, – თქვა გახარიამ.