პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურორის განმარტებით, მკაცრი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის. ამის შესახებ განცხადება საქმის პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ვინაიდან ბრალდების მხარის თქმით, მათ საქმეში ყველა მტკიცებულება უკვე მოპოვებული აქვთ.

“ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ძალიან პრინციპულები, კატეგორიულები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, 1 პირი უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე, ამ მიმართლებით, დავალებების გამცემი პირების გამცემი პირების გარეშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,– ამბობს პროკურორი.

მელაშვილის მეუღლის განცხადებით, ივერი მელაშვილი სავარაუდოდ გირაოთი გათავისუფლების წინააღმდეგი არ იქნება, რადგან საქმეს სჭირდება, რომ გარეთ იყოს და “ნორმალურად ითანამშრომლოს ადვოკატთან”.