ოთხშაბათი, 24 აპრილი , 2024, 05:57

პუტინის მეგობარ გოგოდ მიჩნეული ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია – CNN

ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, ქალი, რომელთანაც გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს შვილები ჰყავს, ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანონიმური წყარო, ევროკომისიიდან CNN-თან ამბობს, რომ სანქცირებულთა სია დასრულებული არ არის და შესაძლოა გაფართოვდეს.

კაბაევასა და პუტინის ურთიერთობაზე პირველად ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნის წინ გავრცელდა. პუტინმა მასთან ურთიერთობა უარყო.

აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევასთვის, რადგან მისი სანქცირება შეიძლება პუტინმა, პირად დარტყმად მიიჩნიოს.

რუსეთის პატრიარქი, კირილი, ევროკავშირის სანქცირების მე-6 პაკეტში მოხვდა – იტყობინება წყარო, რომელიც უკვე გაეცნო დოკუმენტებს.