პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში მხოლოდ 54 ტანკი დაკარგეს და მათი ნაწილი გარემონტებადია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მათ მხოლოდ 54 ტანკი დაკარგეს და მათი ნაწილი გარემონტებადია.  ამის შესახებ, პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

  • “მათ [დაკარგეს] 160-ზე მეტი ტანკი, ჩვენ – 54. მათი ნაწილის აღდგენა და გარემონტება შესაძლებელია”. – თქვა პუტინმა.