პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში.

მისი თქმით, პუტინს მოკლევადიანი საომარი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც რუსეთის ძალიან ძვირადღირებული ომი აღმოჩნდა. მისისვე თქმით, პუტინი იძულებული გახდა ჯარები კიევის მისადგომებიდან და ქვეყნის ჩრდილოეთიდან გაეყვანა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო ნატოს წარმომადგენლობის შემცირება რუსეთის საზღვრებთან. და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გაუგზავნა ნატოს დეკემბერში, რომელზეც მას სურდა, ჩვენ ხელი მოგვეწერა, ნათლად იყო ნათქვამი: არანაირი შემდგომი ნატოს გაფართოება ახლა კი ის იღებს ნატოს წარმომადგენლობის გაფართოებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.