პუტინმა მოსკოვი დატოვა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინული გამოცემა Pravda უკრაინის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით  აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვი დატოვა და ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაიში გადაჰყავთ.

“ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემები, რომ პუტინი ტოვებს მოსკოვს. ის ვალდაიში მიჰყავთ” – აცხადებს წყარო გამოცემასთან.

პუტინის პრესსამსახურმა დმიტრი პესკოვმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო  და განაცხადა რომ პუტინი „კრემლში მუშაობს“.

თუმცა, უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ რადარის მონაცემებს, რის მიხედვითაც პუტინის ბორტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა ტელეგრამ არხებზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა პრემიერმინისტრ მიშუსტინის თვითმფრინავიც.

გავრცელებული ინფორმაციითვე, ქვეყანა დატოვა ვიცე-პრემიერმა დენის მანტუროვმა.