პუტინს ეგონა რომ გვაჯობებდა მაგრამ აბსოლუტურად ცდებოდა – ბაიდენი

საჰაერო განგაშის მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდა და ქვეყნის მეთარუს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.  ბაიდენი Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

“ერთი წლის განმავლობაში აშშ-მ შექმნა სახელმწიფოთა კოალიცია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, რათა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანადგომით დახამრებოდა. ეს დახმარება გაგრძელდება.

როდესაც თითქმის ერთი წლის წინ პუტინმა შეჭრა წამოიწყო, ის ფიქრობდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი დაქსაქსული. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის აბსოლუტურად ცდებოდა.

მაშინ, როცა რუსეთის დაუნდობელი თავდასხმის წლისთავს ვუახლოვდებით, მე დღეს ვარ კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად და მე ხელახლა ვადასტურებ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”. -ამბობს ბაიდენი.

ასევე ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით კიევში გადაკეტილია ცენტრალური ქუჩები, აშშ-ის საელჩოსთან მანქანების დიდი კორტეჟი მოძრაობს,  უკრაინა-პოლონეთის საზღვართან აშშ-ის სამი სადაზვერვო თვითმფრინავია ჰაერში.