ჟურნალისტებმა პარლამენტში ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად, ბანერი გადმოფინეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტებმა სასესიო დარბაზში, სადაც პარალელურად პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ბანერი გადმოფინეს წარწერით – “თავისუფლება ნიკას”.

ღარიბაშვილმა პარლამენტში შესვლამდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების აქციას თავი აარიდა.