“ღამე კიდევ ერთ ტერორისტული აქტი მოხდა და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა, ამჯერად ოდესაში. რუსეთის მიერ გამოშვებული ყველა რაკეტა 2023 წლის გაზაფხულზეა წარმოებული. გამონაკლისის გარეშე, ყველა მათგანში ვხვდებით დასავლური წარმოების მიკროელექტრონიკას, რომელსაც რუსეთს კერძო კომპანიები აწვდიან მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლით. კითხვა: არ არის დრო, რომ დაიხუროს სანქციების პაკეტებში აშკარა ხარვეზები? სხვა შემთხვევაში ეს უკვე ნამდვილად უცნაურად გამოიყურება:  ერთის მხრივ, კომპანიები უბრალოდ აწვდიან რაკეტების ნაწილებს აგრესორ ქვეყანას სრულმასშტაბიანი ომის დროს, მეორე მხრივ, ჩვენ ვეძებთ რაკეტებს უკრაინის თავდაცვისთვის”,

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.