რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრ რუსულ ავიაკომპანიას არ აქვს შესაბამისი ნაწილები, მომსახურების გაწევის საშუალება თვითმფრინავებისთვის, ამიტომ ეს აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების კუთხით.

რაც შეეხება იმას, თუ რა განსხვავებაა 2019 წელსა და დღევანდელობას შორის, განსხვავება ისაა, რომ 2022 წელს რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, გააჩაღა სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, მოკლა ბავშვები და ქალები, განიზრახა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს განადგურება. ამიტომ, ჩნდება შეკითხვა, რატომ უნდა იყოს მისასალმებელი საჩუქარი ისეთი სისხლიანი და სასტიკი აგრესორისგან, როგორიც რუსეთია.

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.