რაც რუსთავში დაფიქსირდა, სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებაა – მდინარაძე

 რაც რუსთავში დაფიქსირდა, ამას უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას, ერთად იქნებიან  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა და რუსთავშიც ასე გადაწყიტეს, რომ ისინი ერთად იქნებიან – მათ ერთმანეთი აირჩიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს დაუჭირეს მხარი და ასეთ ურთიერთშეთანხმებაში არიან დღეს რუსთავშიც. როდესაც ჩვენ გვქონდა მოცემულობა, რომ ქვეყანაში ვიღაცებს სჯეროდათ, ერთ დროს, ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში შეიძლება დაემთხვეს ორი ადამიანი, განსაკუთრებით, თუ ესენი არიან გახარია და სააკაშვილი, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, ახლა ასე აღარ არის და ქართული მოსახლეობის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს ეს დამთხვევად არ მიაჩნია. დღეს დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება მათი პოლიტიკური კოალიციით და ერთმანეთის ასეთი მკაფიო მხარდაჭერით. საბოლოოდ, ეს ფაქტი დაფიქსირდა, დადასტურდა – ახალი და უჩვეულო არაფერი ყოფილა”, – განაცხადა მდინარაძემ.