“გუშინ ჩვენ სანქციების მეექვსე რაუნდზე შევთანხმდით, რომელიც ნავთობს მოიცავს, ეს რუსეთის ნავთობის ევროკავშირში ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს შეამცირებს. ეს არის ძალიან, ძალიან კარგი ამბავი. რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა რუსეთს კიდევ უფრო გაურთულდეს უკრაინაში აგრესიული ომის დაფინანსება”.

აცხადებს, ლატვიის პრემიერმინისტრი, არტურს კრიშიანის კარინში.