ერთობა არის ახლა მთავარი. მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე.
მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, რა პარტია, ვის გაახსენდება თქვენი პარტია და პროგრამები? ჩვენ დღე, როგორც არასდროს, გვჭირდება ყველა წყენის დავიწყდება…
ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლაზე – ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. […]
ჩვენს პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა პარტიული პროგრამები, რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა.
თქვა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.