რა უნდა პრემიერს კაბინეტში?! მე ვაპირებ, საერთოდ მოვანგრიო კაბინეტი – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძეა აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე მისი მიზანი იქნებას, აქართველოში გლობალური სიკეთეები მოუტანოს.

“რა უნდა პრემიერს კაბინეტში?! მე ვაპირებ, რომ საერთოდ მოვანგრიო და მოვშალო პრემიერ-მინისტრის კაბინეტი. აღარ უნდა იყოს კომუნისტური კაბინეტები, რომლებშიც გაფხორილი არის ეს პრემიერ-მინისტრი და რას აკეთებს შიგნით კაცმა არ იცის, – ამბობს ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლები დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას.

„ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან გასული რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი?! მარტო ხელოვნურად ორგანიზებული ღონისძიებები, „დრესკოდით“ მოსული, მეტალოდეტექტორებში გატარებული ადამიანები და ჩაწყობილი შეხვედრები. როდის გაიარეს ბოლოს ხალხში, რომ საერთოდ იცოდნენ ხალხს რა სჭირდება?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, ბაზარშიც უნდა მიდიოდეს, ქუჩაშიც უნდა დადიოდეს და ადამიანი მასთან უნდა მიდიოდეს და ეუბნებოდეს, რომ მე ეს მიჭირს და აღარ იქნებოდა ისეთი მოწყვეტილი, როგორიც დღეს არის რეალობას. დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას“, – განაცხადა ვაშაძემ