რიკოთთან, მდინარეში მუშის ცხედარი იპოვეს

რიკოთზე, შროშასთან, მდინარეში მუშის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 52 წლის რამაზ ბარბაქაძეს, 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილი ავტობანის უბისას მონაკვეთზე, მშენებარე ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების ცნობით, კაცი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოების შედეგად  ის ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

ერთ-ერთი ვერსიით, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, კონსტრუქციას არ ჰქონდა დამჭერი მექანიზმი, რის გამოც, შუახნის კაცი ხიდიდან გადმოვარდნის შემდეგ ჯერ მიწაზე დაეცა, შემდეგ კი ინერციით, წყალში ჩავარდა.