როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 დეკემბრამდე – პროგნოზი

23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. გრძელვადიანი პროგნოზის სპეციალისტის ინფორმაციით, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბითაც.

,,21 და 22 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია. ტემპერატურა დასავლეთში +8 – +13 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში +3 – +8 გრადუსის ფარგლებში. ღამით 21-22 დეკემბერს – დასავლეთში +2 – +7 აღმოსავლეთში -4 ; +1. თბილისში 22 დეკემბერს ღამით -1, დღისით +6.

23 დეკემბერს მთელს საქართველოში ცუდი ამინდი მოსალოდნელი, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთში ნალექი უმეტესად თოვლის სახით. თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში +5 – +10; აღმოსავლეთში +1 – +6. 23 დეკემბერს დასავლეთში ღამით +4 – +9 ; თბილისში +3 და +4″, – თქვა ნინო წვერავამ ipn-თან.