როდის დაიწყება უმუშევრად დარჩენილებზე დახმარების გაცემა – პრემიერის განმარტება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განმარტებით, უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის სახელმწიფოს დახმარების გაცემა ამ კვირიდან დაიწყება.

“ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით”,- თქვა გახარიამ.

მისივე განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც დახმარების საჭიროებას დაასაბუთებს, დახმარებს მიიღებს.

,,ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან პირველ აპრილს, ან პირველ მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო. ვიმეორებ, ყველა ადამიანი, რომელსაც ეს საჭიროება ექნება და ეს საჭიროება დასაბუთებული იქნება, ამ დახმარებას მიიღებს”, – ამბობს გახარია.