რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს რომ რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად და აღნიშნავს, რომ  ოკუპანტების  გარდა, არავის ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა და საშუალება მსგავსი მასშტაბური აფეთქების განსახორციელებლად. იუსოვი ასევე  ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა ქაოტურად რეაგირებდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე.

“თუ გადავხედავთ პროპაგანდისტების, რაშისტული რეჟიმის “ჩინოვნიკების” რეაქციების ქრონოლოგიას ამ მოვლენებთან დაკავშირებით, დავინახავთ: ჯერ არაფერი ხდება, მერე ხდება, ოღონდ ნაწილობრივ, შემდეგ კი უკრაინაა დამნაშავე, მაგრამ ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ კუნძულები, რომლებზეც თითქოს ჩვენი დამცველები იყვნენ დაფუძნებული, დაიტბორა”, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.