რუსებმა ლვოვში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს 8 რაკეტა ესროლეს

ლვოვის მახლობლად, რუსეთმა საჰაერო დარტყმა განახორციელა სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე (იავოროვსკის სამხედრო სასწავლო მოედანი). ინფორმაციას ადასტურებს რადა.

წინასწარი ინფორმაციით, რვა რაკეტა იქნა გასროლილი, დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

“ოკუპანტებმა საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მათ რვა რაკეტა გაისროლეს…”, – განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ.