ჩერნიგოვში 9-სართულიანი საერთო საცხოვრებელი დაბომბეს – დაიღუპა 1 ადამიანი

ჩერნიგოვში რუსული ავიაციის იერიშის შედეგად 9–სართულიანი საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, თავდასხმა 13 მარტს, დილის 5:46 საათზე მოხდა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 1, მაშველებმა 7 პირის გადარჩენა შეძლეს.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.