რუსეთის ომის მანქანა გაიბზარა – ბორელი პრიგოჟინის აჯანყებაზე

”ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის აჯანყების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსული სამხედრო მანქანა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო იბზარება” – ამის შესახებ,  განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის ჩავიდა.

„პოლიტიკურმა სისტემამ აჩვენა თავისი სისუსტე და სამხედრო ძლიერებას ბზარები გაუჩნდა. შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ რუსეთი, როგორც ბირთვული სახელმწიფო შეიძლება გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“, – განაცხადა მან.

„პუტინის მიერ ვაგნერის სახით შექმნილი ურჩხული კბენს თავის შემქმნელს“, -ასე აღწერა ბორელმა რუსეთში შაბათს განვითარებული მოვლენები.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რაც ლუქსემბურგში დაგეგმილი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.