რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ნავთობბაზა დაიწვა

წუხელ ხანძარი გაჩნდა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზაზე,  უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ.–ში მდებარეობს. ნავთობტერმინალები ცეცხლის ალშია გახვეული. რუსებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა არაოფიციალურად მიზანმიმართულ აფეთქებაზე ან სარაკეტო დარტყმაზე საუბრობენ. უკრაინელები არაფერს ამბობენ.  რუსეთის სამხედრო მანქანას კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიადგა. რუსები წერენ, რომ ცეცხლი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარდა გაუჩნდა ერთ–ერთი სამხედრო ნაწილის საწყობს.

“დრუჟბას” ნავთობ-ბაზა უკრაინაში შეჭრილი რუსული სამხედრო ტექნიკის საწვავით უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტი იყო.