რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებლად იმ საზღვრებში აღიარეს, რა საზღვრებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს თავიანთ დე-ფაქტო კონსტიტუციებში გაწერილი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა აღიარა ოკუპირებული რეგიონების ის ტერიტორიებიც, რომელსაც ამჟამად მარიონეტული ძალები ვერ აკონტროლებენ.
“რაც შეეხება საზღვრებს. საზღვრებში ვაღიარებთ ამ რესპუბლიკებს – ჩვენ ისინი ვაღიარეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის კონსტიტუციაც. კონსტიტუციაში კი განსაზღვრავს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს იმ საზღვრებში, რაც მათ ჰქონდათ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისას”,– თქვა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ელის, ყველა საკამათო საკითხი გადაწყდება კიევის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ამ “რესპუბლიკების” ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებით.