რუსეთი კარგავს ტვინს, ნიჭსა და ფულს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა თავის სახელმწიფოს მსოფლიოსგან იზოლირებულ ზონად აქცევს, სადაც იქნება სიღარიბე და ყველაფერი მხოლოდ ძალადობით განისაზღვრება.

მისი თქმით, ახლა რუსეთის ფედერაცია კარგავს ტვინს, ნიჭსა და ფულს.

“გაიქცევა ხალხი, როგორც კი ამას შეძლებენ. ნახეთ ახლა, ვინ ტოვებს რუსეთს, ვინ იხსნის თავის ბიზნესს. ესენი არიან სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გლობალურ ბაზარს. ესენი არიან IT სპეციალისტები, რომლებსაც არ შეუძლიათ და სურთ, იცხოვრონ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლება არ არის. ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ წაართმევენ ყველაფერს. რუსეთი კარგავს ჭკუას, კარგავს ნიჭს, კარგავს ფულს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.