რუსეთი “უხარისხო“ საბრძოლო რეზერვების ამოქმედებაზე გადავიდა – “ომის ინსტიტუტის“ ანალიზი

რუსულმა ჯარმა ორშაბათს ვერცერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ შეძლო, რადგან მას აღარ აქვს უნარი ლოჯისტიკური პრობლემები გადაწყვიტოს – ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციაში.

რუსული ჯარი განაგრძობდა კიევის ჩრდილო–დასავლეთიდან და ჩრდილო–აღმოსავლეთიდან დაბომბვას და თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას, თუმცა დიდი შეტევითი ოპერაციები არ ჩაუტარებია – ამბობს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთს არანაირი შეტევითი ქმედება არ ქონია ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის მიმართულებით, ასევე არანაირი წინსვლა არ ყოფილა ხერსონის მიმართულებით.

მეორეს მხრივ, ინსტიტუტის აზრით მარიუპოლში რუსულმა ძალებმა “ნელ, მაგრამ მყარო პროგრესს მიაღწიეს“ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ინტენსიური დაბომბვის ხარჯზე. ომის ინსტიტუტის აზრით მარიუპოლი უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე დაეცემა.

გარდა ამისა, ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული გახდა ფრონტზე “დაბალხარისხიანი“ საბრძოლო რეზერვები გადაესროლა, მათ შორის მოუმზადებელი ქვედანაყოფები შორეული აღმოსავლეთიდან, რათა მოწინავე საბრძოლო ნაწილებში დანაკარგები შეევსო.