რუსეთი ყირიმის რაიონში ცას კეტავს. რას ამბობენ კიევში და მოსკოვში ამის შესახებ

რუსეთმა შავი და აზოვის ზღვების თავზე საჰაერო სივრცის რამდენიმე ზონა საშიშად გამოაცხადა. მანამდე რუსმა სამხედროებმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში დიდი საზღვაო სწავლებები დააანონსეს.

ხუთშაბათს დილით რუსეთმა რამდენიმე ნოტამი , ანუ გაფრთხილება გამოსცა საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის იმის შესახებ, რომ 14 თებერვლის ღამეს ყირიმის ნახევარკუნძულის გარშემო რამდენიმე ზონა ფრენებისთვის საშიში იქნება.

რეჟიმის მოქმედება 19 თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

სამი შედარებით მცირე ზონა სევასტოპოლის დასავლეთით მდებარეობს, ერთი დიდი ზონა კი ქალაქის სამხრეთ დასავლეთით. კიდევ ერთი ზონა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს.

რუსული ნოტამები საფრენი ინფორმაციის სიმფეროპოლის რაიონს ეკუთვნის – აერონავიგაციის სფეროს, რომელსაც 2014 წლიდან ნაწილობრივ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. იკაოს კოდი ამ რაიონისთვის არის  UKFV.

ნოტამში არაფერი ნათქვამი, რა საფრთხის შემცველი იქნება ეს ზონები საჰაერო მოძრაობისთვის.

ხუთშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქვა “მტკიცე პროტესტი რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შავი და აზოვის ზღვის აკვატორიების  და ქერჩის ყურის  ბლოკირების შესახებ სამხედრო–საზღვაო სწავლების საბაბით“.

რუკა, რომელზეც რუსული მანევრების ზონები იყო აღნიშნული, ხუთშაბათს საღამოს ფეისბუქზე BlackSeaNews–ის მთავარმა რედაქტორმა, შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პროექტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კლიმენკომ გამოაქვეყნა.

ის დაეყრდნო ინფორმაციას, რომელიც უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია “Держгiдрографiя”–მ  გაავრცელა. მან რამდენიმე გაფრთხილება გაავრცელა ზღვაოსნობის საფრთხეების შესახებ შავი და აზოვის ზღვების რამდენიმე რაიონში და ეს სარაკეტო და საარტილერიო სროლებით ახსნა.

ანალოგიური რუკა იგივე რაიონებით გამოაქვეყნა უკრაინის სამხედრო–საჰაერო ძალებმა.

“რუსეთი განაგრძობს დამანგრეველ მოღვაწეობას და სიტუაციის დესტაბილიზაციას აზოვ–შავი ზღვის რეგიონში, რომელიც საზღვაო რაიონების მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს– პრაქტიკულად აზოვის ზღვის მთელ სამხრეთს და შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილს“– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა მისი სწავლებებით ფაქტიურად საზღვაო გზები გადაკეტა და ეს ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტისთვის კიდევ ერთი საფრთხეა, ეწინააღმდეგება მის სუვერენულ უფლებას საზღვაო ეკონომიკურ ზონაში და ზღუდავს თავისუფალ ზღვაოსნობას ხომალდებისთვის, რომლებსაც უკრაინის პორტებში შესვლა უნდათ. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო მანევრები და შავ ზღვაში რუსული ხომალდების გადაადგილება შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და არ ბლოკავს სავაჭრო გზებს.

რაიონები, რომლებიც უკრაინულ გაფრთხილებებშია მონიშნული, განსხვავდება რუსეთის ნოტამებში აღნიშნული რაიონებისგან.

კიევში სიმფეროპოლის რაიონის საჰაერო ზონას უკრაინის საჰაერო სივრცედ თვლიან. რუსი სამხედროების მიერ სიმფეროპოლის მართვის ცენტრის დაკავების შემდეგ ამ საფრენი რაიონის ინფორმაცია ოდესის და დნეპროპეტროვსკის ცენტრებიდან იმართება.

ამასთან , რუსი დისპეჩერები დე ფაქტო მართავენ ყირიმისა და მიმდებარე წყლების თავზე საჰაერო სივრცეს. ამ რაიონებში ძირითადად რუსული თვითმფრინავები დაფრინავენ. საერთაშორისო რეისები, მათ შორის უკრაინული, სიმფეროპოლის საფრენი ინფორმაციის სიფრცის მიღმა დაფრინავენ, სადაც მათ კოორდინირებას უკრაინელი დისპეჩერები ახდენენ.

სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ვებგვერდზე სიმფეროპოლის საფრენი ინფორმაციის რაიონი უკრიანისთვის არის მიკუთვნებული.