დღეს, 19 თებერვალს რუსეთმა ბირთვული წვრთნები დაიწყო. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ წვრთნებს ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ადევნებენ თვალს. ბირთვული ძალების არმიამ რუსეთის მთავარსარდლის, პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
წვრთნები “რუსეთის შეკავების პოლიტიკის” ფარგლებში ჩატარდა.