რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი „შავ სიაში“ შეიყვანა

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი „შავ სიაში“ შეიყვანა.რუსეთის ეს ქმედება პასუხია ევროკომისიის მიერ 2 და 22 მარტს რუსეთის ექვსი მოქალაქის მიმართ დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე.

სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს უკანონო ცალმხრივი შემზღუდველი ზომების პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„ევროკავშირის ამგვარი ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ მათი ნამდვილი მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად. ეს ხდება შეერთებული შტატების წახალისებით, რომელიც არ მალავს მის ინტერესს ევროპა ხელახლა მწვავე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქციოს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.