შაბათი, 11 მაისი , 2024, 14:25

რუსეთმა უკრაინაში 77 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა – გაერო

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 პირი (71 კაცი და 5 ქალი) კი სიკვდილით დასაჯა – ამის შესახებ გაეროს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია ნათქვამი.

“ჩვენ დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც თვითნებურად დააკავა რუსეთის ფედერაციამ,” – განაცხადა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.

ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.