რუსეთმა ხერსონში დანაკარგების შესავსებად 2 000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა – გენშტაბი

რუსეთმა ხერსონის ოლქის დროებით დაპყრობილ ნაწილში სამხედრო დანაკარგების შესავსებად და ფრონტის ხაზზე დანაყოფების გასაძლიერებლად 2000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა. ინფრომაციას ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის თქმით, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ ე.წ. “საბანკო დაწესებულებების” ევაკუაციისთვის მომზადების განკარგულება გასცა და მოამზადა რუსეთიდან ჩაყვანილი მედპერსონალისა და მასწავლებელთა სიები.